ზურიკო დავითაშვილი - მომენტების გამოყენებით შედეგს მივაღწევდით
ზურიკო დავითაშვილი - მომენტების გამოყენებით შედეგს მივაღწევდით
ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩი შვეიცარიის ნაკრებთან (0:1) საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა შეაფასა.
 
„საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა. თავიდან მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და რამდენიმე მომენტი შევქმენით, რომელთა გამოყენების შემთხვევაში სასურველ შედეგს მივაღწევდით. რა თქმა უნდა, მარცხი ძალიან ცუდია, მაგრამ შვეიცარიას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების ჰყავს და ვთვლი, რომ კარგი მატჩი გამოგვივიდა“ – ზურიკო დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მეორე შეხვედრა ჩაატარა – „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნმელმა ვლადიმირ ვაისმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყაზანის „რუბინის“ 18 წლის ქართველი შემტევის თამაშით კმაყოფილი დარჩა.