ზურიკო დავითაშვილი - იმედია, ორივე შეხვედრას ჩვენთვის სასიკეთოდ დავასრულებთ #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი - იმედია, ორივე შეხვედრას ჩვენთვის სასიკეთოდ დავასრულებთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევმა ნახევარმცველმა, ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ვემზადებით მოსაგებად არა მხოლოდ კვიპროსთან, არამედ შოტლანდიასთანაც. ჩვენი ნაკრებიდან გამომდინარე ეს ლოგიკურია, ძალიან კარგი გუნდი ვართ, გამოცდილებაც საკმაოდ გვაქვს და იმედია, რომ ორივე შეხვედრას ჩვენთვის სასიკეთოდ დავასრულებთ. მოლოდინი, რა თქმა უნდა, გამარჯვებაა.

ჩემთვის სეზონის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი გამოვიდა. იმედი მაქვს, სანაკრებო დონეზე კარგი მატჩებით დავასრულებთ სეზონს და გულშემატკივარს გავახარებთ“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.

მატჩების განრიგი

17 ივნისი, 22:45

კვიპროსი – საქართველო

20 ივნისი, 22:45

შოტლანდია – საქართველო

საქართველოს ნაკრების მატჩების ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟებს – საქართველოს რადიო (FM 102,3).