ზურიკო დავითაშვილი ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, სლოვაკეთში ქართველების გუნდების შეხვედრა შედგა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის შესანიშნავი თამაშის წყალობით, საფრანგეთის ლიგა 2-ში „სენტ-ეტიენმა“ „ანესი“ საკუთრ მოედანზე 4:0 დაამარცხა.
ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასება, 7,9 ქულა მიიღო. დავითაშვილი 12 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მის გუნდს 53 ქულა აქვს, სატურნირნო ცხრილში მეორე ადგილზეა და უმაღლეს დივიზიონში გადასვლის რეალური კანდიდატია.
სლოვაკეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფში ქართველი ფეხბურთელების გუნდების მონაწილეობით მატჩები გაიმართა.
„მიხალოვცემ“ საკუთარ მოედანზე ტრნავას „სპარტაკს“ 1:0 მოუგო. შეხვედრა პირველივე წუთებიდან სამი ქართველი ფეხბურთელის მონაწილეობით მიმდინარეობდა – თორნიკე ძოწენიძემ მასპინძელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა, ხოლო სტუმართა სასტარტო თერთმეტეულში გიორგი მოისწრაფიშვილი და ლუკა ხორხელი იყვნენ, რომლებიც 57-ე წუთზე შეცვალეს.
სანდრო ნარიმანიძემ „ჟილინას“ შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი „დუნაისკა სტრედა“ 3:1 დაამარცხა. სტუმართა რიგებში შესვენების შემდეგ შეცვლაზე ცოტნე კაპანაძე გამოჩნდა, გიორგი გაგუა კი კვლავ ტრავმირებულია.
გურამ კაშიას ბრატისლავას „სლოვანი“ ტურის მატჩს „პოდბრეზოვასთან“ 22 მარტს გამართავს.