ზურიკო დავითაშვილი - ბერძნების სუსტი წერტილების გამოყენებას შევეცდებით #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი - ბერძნების სუსტი წერტილების გამოყენებას შევეცდებით #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი გახარებულია, რომ საქართველოს ნაკრებს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან გულშემატკივარი დაესწრება.

„ფეხბურთელებისთვის ყველაზე კომფორტული გულშემატკივრების წინაშე თამაშია. მათ გარეშე მოედანზე გასვლა განსხვავებულ განწყობას ქმნის, შესაბამისად გულშემტკივართან ერთად უფრო მოტივირებული ვითამაშებთ“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.

ტულის „არსენალის“ ქართველმა შემტევმა 9 სექტემბრის მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა:

„საბერძნეთის წინააღმდეგ რთულ მატჩს ველოდები. კარგად გავაანალიზებთ მეტოქის თამაშს, შევეცდებით მისი სუსტი წერტილების გამოყენებას და იმედი მაქვს, ყველაფერი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება“.

საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს 9 ოქტომბერს ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო 12 ოქტომბერს პრიშტინაში კოსოვოს ესტუმრება. ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.