ზურიკო დავითაშვილი - ამჟამად ჩემი მომავალი ტრანსფერი მეორეხარისხოვანია, ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა შეგვიძლია #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში „რეიმსთან“ გადამწყვეტ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე „სენტ-ეტიენისა“ და საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა. „სენტ-ეტიენს“ ლიგა 2-ში გავარდნა ემუქრება და შესაძლოა, „რეიმსთან“ წარუმატებლობის შემთხვეაში ოფიციალურად გავარდეს.
ზურიკო დავითაშვილს „რეიმსთან“ გადამწყვეტი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლიგიდან გავარდნის შემთხვევაში მის მომავალზე ჰკითხეს:
„ჩემს მომავალზე ამჟამად არ ვფიქრობ. „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელი ვარ და ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო ლიგა 1-ში დასარჩენად. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, მომავალი მატჩებია, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ვფიქრობ, ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება შეგვიძლია“, – განაცხადა ქართველმა ლეგიონერმა.
ზურიკო დავითაშვილი გუნდს გასულ ზაფხულს „ბორდოდან“ შეუერთდა. ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში, 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
დავითაშვილს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს, Transfermarkt-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევროა.