პარა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე ზურაბ ზურაბიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბაქოში მიმდინარე პარაძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეროვნულ ნაკრებს პირველი მედალი ზურაბ ზურაბიანმა (-60 J2) მოუტანა. ქართველმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თანამემამულე ნუკრი მიღრიჯანაშვილი დაამარცხა.
ტურნირზე დღეს კიდევ სამმა ქართველმა – გიორგი ქალდანმა (-73 J2), ბაჩუკი შელიამ (-73 J2) და მიშიკო შიობრიშვილმა (-73 J1), იასპარეზეს, მაგრამ სამივე ფალავანი რეპეშაჟში დამარცხდა და ინდივიდუალური შეჯიბრება მედლის გარეშე დაასრულა.
ხვალ, 9 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ოთხი ქართველი პარასპორტსმენი გამოვა. ბაქოში ტატამზე – ლაშა ყიზილაშვილი (-90 J2), პარალიმპიური თამაშების მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ზვიად გოგოჭური (-90 J2) და ტოკიოს პარაოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები: რევაზ ჩიკოიძე (+100 J2) და ინა ქალდანი (-70 J2) იასპარეზებენ.