ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა ოქროს მედლები მოიპოვეს | პარაძიუდო #1TVSPORT
2021 წლის 19 ივნისს, დიდ ბრიტანეთში, სტარტი აიღო პარაძიუდოში Warwick Grand Prix 2021 უორიკის 2021 წლის გრან-პრის გათამაშებამ, რომელშიც საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებიც მონაწილეობს.
19 ივნისს, პარაძიუდოისტებმა – ზურაბ ზურაბიანმა 60კგ. წონით კატეგორიაში, 73კგ-ში გიორგი ქალდანმა და ბაჩუკი შელიამ იასპარეზეს. ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა ოქროს მედლები მოიპოვეს. 60-კგ-ში მეორე ადგილი უზბეკმა პარასპორტსმენმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი უკრაინელმა და ესპანელმა პარასპორტსმენებმა გაინაწილეს. 73კგ-ში კი მეორეზე ვენესუელელი პარასპორტსმენი გავიდა, მესამე ადგილი ესპანელმა და არგენტინელმა პარაძიუდოისტებმა გაინაწილეს.
ტურნირი გრძელდება და ქართველი პარაძიუდოისტებიც განაგრძობენ მაღალი სინჯის მედლებისთვის ბრძოლას. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გრან-პრის გათამაშება, ტოკიოს პარალიმპიური თამაშების წინასალიცენზიო ტურნირია.