ზურაბ მხეიძე - სამი დღე ქართულ ტელევიზიებს რომ ვუყუროთ, ჩემოდნებს ჩავალაგებთ და აქედან წავალთ
ზურაბ მხეიძე - სამი დღე ქართულ ტელევიზიებს რომ ვუყუროთ, ჩემოდნებს ჩავალაგებთ და აქედან წავალთ

ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე ადამიანზე ნეგატიური ინფორმაციის გავლენის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ავადმყოფობებს იწვევს.

„ამას დავამტკიცებ – თამბაქო იწვევს კიბოს, ხომ. იცით, რომ არ იწვევს? ცალსახად, ვერც ერთი ექიმი ვერ დაამტკიცებს ამას – რისკებს ზრდის. ზუსტად იგივე რისკები აქვს ნეგატიურ ემოციებს.

ამერიკის პროპაგანდული პოლიტიკა როგორია. ამერიკაში იმიტომ მივდივარ, რომ იქ შანსი მაქვს, გახვდე მილიონერი. ფილმებში რა არის – შენ შეძლებ ამას! ჩვენი ტელევიზია კი გეუბნება, რომ აქ შანსი არ გაქვს.

არადა, ჩვენნაირ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში უნდა უთხრა, გაინძერი, გამოგივა. ესენი კი გეუბნებიან – არაფერიც არ გამოგივა. ეს არის უარყოფითი ზემოქმედება. ჩვენ რომ დავსხდეთ და სამი დღე გადაცემებს ვუყუროთ, ჩავალაგებთ ჩემოდნებს და აქედან წავალთ. იმიტომ კი არა, რომ ცუდად ვართ, ამას რომ დაინახავ, სასოწარკვეთილებამდე მიყავხარ ადამიანი“, – აღნიშნავს ზურაბ მხეიძე ვიდეოში, რომელიც „ფეისბუქში“ „აზროვნების აკადემიის“ გვერდზე ვრცელდება.