ზურაბ ჯაფარიძე - შეუძლებელია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დაერქვას იმას, რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში, ან რაც ხდება დღეს
ზურაბ ჯაფარიძე - შეუძლებელია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დაერქვას იმას, რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში, ან რაც ხდება დღეს

შეუძლებელია, იმას, რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში, ან რაც ხდება არჩევნების დღეს, დაერქვას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ზურაბ ჯაფარიძე მათ, ვისაც ჯერაც არ გაუკეთებია არჩევანი, მოუწოდებს მივიდეს არჩევნებზე და შემოხაზოს ამომრჩეველს ნებისმიერი ნომერი 41-ის გარდა.

„არჩევნები მიდის უამრავი დარღვევით და გაყალბების მცდელობით. მთელი წინასაარჩევნო პერიოდი გაჯერებული იყო მოსყიდვით, შანტაჟითა და ძალადობით. შეუძლებელია, იმას რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში, ან რაც ხდება არჩევნების დღეს, დაერქვას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მიუხედავად ამისა, ისინი აგებენ, აგებენ და ცდილობენ, არ დაუშვან პარტიული ვერტიკალის რღვევა. ამას ემსახურება მათი თავდაჯერებული მესიჯები, თითქოს იმარჯვებენ. ამას ემსახურება ის სასაცილო სცენა მათი ოფისი წინ, სადაც მორიგ საბავშვო ბაღის ზეიმს გეგმავენ. არ დაუჯეროთ მაგ მატყუარა კლოუნებს. დარჩა ოთხ საათზე ნაკლები. ვინც უკვე იყავით არჩევნებზე, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილხართ, დაიკიდეთ ამინდი, დაიკიდეთ რომ გეზარებათ, ყველაფერი დაიკიდეთ. შეიძლება, ცხოვრების ბოლომდე არ მოგეცეთ შანსი, მიიღოთ მონაწილეობა ასეთ მნიშვნელოვან ამბავში. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, გადადეთ ყველაფერი და წადით არჩევნებზე. აუცილებლად წადით და მიეცით ხმა ვისაც გინდათ, უამრავი პარტიაა, 50 პარტიაა ბიულეტენში, გარდა 41 ნომრისა. ეს ტყუილი, უტიფრობა, კლოუნადა, ჭაობი უნდა დასრულდეს და ყველაფერი არის თქვენს ხელში. ამ ოთხ საათში წყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომავალი რამდენიმე წელი და როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ შემდეგ ჩვენი შვილები. წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით უკეთესობისკენ ცვლილების შანსს, ერთად დავამთავროთ ეს მარაზმი“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.