ზურაბ ჯაფარიძე - სახელმწიფო დაფინანსებას არც ისე ვიღებდი და არც ასე, ამიტომ, ეს საკითხი ნაკლებად მადარდებს
ზურაბ ჯაფარიძე - სახელმწიფო დაფინანსებას არც ისე ვიღებდი და არც ასე, ამიტომ, ეს საკითხი ნაკლებად მადარდებს

სახელმწიფო დაფინანსებას არც ისე ვიღებდი და არც ასე, ამიტომ, ეს საკითხი ნაკლებად მადარდებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით ცვლილებების მომზადება ოპოზიციის მიმართ იმის მცდელობაა, რომ რამენაირად პარლამენტში შეიტყუონ.

„საერთო ჯამში მგონია, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ოპოზიციისთვის კარგია და მათ გააძლიერებს, რადგან პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტზე რომ არიან ჩამოკიდებულები, ამის გამოა ქართულ პოლიტიკაში პრობლემების უმეტესობა. ოპოზიცია სამართლებრივად მართალია დაფინანსების მოთხოვნაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბენეფიტები, რასაც პარტიები იღებენ, ყველაფერი ჩასახსნელია. პარტიებმა საკუთარი თავის შენახვა უნდა შეძლონ, რასაც მე ვაკეთებ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.