ზურაბ ჯაფარიძე - რთულად წარმომიდგენია რამე კონსენსუსი, თუმცა გამორიცხული არაფერია
ზურაბ ჯაფარიძე - რთულად წარმომიდგენია რამე კონსენსუსი, თუმცა გამორიცხული არაფერია

რთულად წარმომიდგენია რამე სახის კონსენსუსი, თუმცა გამორიცხული არაფერია. მოლაპარაკებების მესამე რაუნდი რომ შედგება, იქიდან შეიძლება რამე გაირკვეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „თუ რამე პოლიტიკური შეთანხმება არ მოხდა, რომელიც განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, იქამდე არაფერი შეიცვლება“.

„ოპოზიცია არის ბოიკოტის რეჟიმში, შესაბამისად პარლამენტში არ შედის და რადგან პარლამენტში არ შედის მეორე ტურში მონაწილეობას უბრალოდ შინაარსი არ აქვს. ჩვენ ამომრჩეველს ხომ არ ვეთამაშებით, ხომ არ ვეტყვით, მოდით ახლა მეორე ტურზე ხმა მომეცით, მაგრამ პარლამენტში შესვლას მაინც არ ვაპირებთ. რთულად წარმომიდგენია რამე სახის კონსენსუსი, თუმცა გამორიცხული არაფერია. მოლაპარაკებების მესამე რაუნდი რომ შედგება, იქიდან შეიძლება რამე გაირკვეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.