ზურაბ ჯაფარიძე - როგორც კი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის რწმენაში ბზარი გაჩნდება, რომ „ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, მთელი მხარდაჭერა ხუხულასავით ჩამოეშლებათ 
ზურაბ ჯაფარიძე - როგორც კი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის რწმენაში ბზარი გაჩნდება, რომ „ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, მთელი მხარდაჭერა ხუხულასავით ჩამოეშლებათ 

ღარიბაშვილის, კალაძის კობახიძის და სხვების განცხადებებს აქვს ერთადერთი შინაარსი, დაარწმუნონ საკუთარი ამომრჩეველი, რომ ისინი რჩებიან ხელისუფლებაში, – ამის შესახებ გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველს პარტია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოუწევს.

„როგორც კი მათი ამომრჩევლის რწმენაში ბზარი გაჩნდება, რომ „ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, მთელი ეს მხარდაჭერა რაც აქვთ, ჩამოეშლებათ ხუხულასავით. ამიტომ, მთელი კამპანიის ფოკუსი არის იმაზე, რომ ეს არ არის რეფერენდუმი, რომ არანაირი ხელახალი არჩევნები აღარ იქნება და ჩვენ ვრჩებით ხელისუფლებაში კიდევ დიდხანს, მაგრამ როგორც კი ვერ აიღებენ და ვერ აიღებენ 40 პროცენტსაც კი, ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე მომავალ წელს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.