ზურაბ ჯაფარიძე - ოქტომბრის არჩევნები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყველანაირი ტიპის კარუსელი იქნება გამორიცხული
ზურაბ ჯაფარიძე - ოქტომბრის არჩევნები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყველანაირი ტიპის კარუსელი იქნება გამორიცხული

პროცედურები თვალსაზრისით არის კიდევ უფრო გაუმჯობესებული, ვიდრე პირველი სიმულაცია იყო, პირველი სიმულაცია იყო 50 კაცზე და დღეს არის ათას ადამიანამდე, ვინც მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, არა მხოლოდ პროცედურული ნაწილი, პროგრამული უზრუნველყოფა რაც არის, ისიც დახვეწილია და გაცილებით მეტ ინფორმაციას იძლევა, ვიდრე პირველი ვერსია იძლეოდა.

„ფაქტობრივად ცენტრალურ საარჩევნო კომისია, თუ ამას საჯაროდ გაუშვებს და დასამალი არაფერი არ არის, ჩემი აზრით, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, თვალყური ადევნოს არჩევნების დღეს თითოეული ბიულეტენის მოძრაობას. შეუძლებელია, ბიულეტენი უბნიდან გატანა, შეუძლებელია, ბიულეტენების ჩაყრა, რადგან ნებისმიერ ეგეთ რაღაცას სისტემა აწითლებს ეგრევე და ძალიან ნათელი ხდება, შესაბამისად, ყველანაირი ტიპის კარუსელი, იქნება ეს ჩვეულებრივი კარუსელი თუ ე.წ. სომხური კარუსელი, ფაქტობრივად არის გამორიცხული. ეს არ ნიშნავს ცხადია, თუ ეს სისტემა დაინერგება, არჩევნების გაყალბების ყველა შესაძლებლობა იქნება გამორიცხული, მაგრამ შიგნით რაც იქნება, უბნებიდან ოლქებში და ოლქიდან ცესკო-მდე პრაქტიკულად იქნება გამორიცხული. დანარჩენს დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვას და რაღაცებს ცხადია, ეს სისტემები მაგას ვერ გამორიცხავს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ სისტემების დანერგვა, ჩემი აზრით, მთელ ქვეყანაში უკვე ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და არც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, არც ფინანსების თვალსაზრისით, არც ტრენინგების კუთხით არაფერი განსაკუთრებული არ არის, დაფინანსება სჭირდება და ეს არ ჯდება ძალიან ძვირი. ამის დატესტვა კიდევ შეიძლება რამდენჯერმე. ოქტომბრამდე ბევრი დროა, პლანშეტებია საყიდელი, რომლის რაღაც ნაწილი არის და ნაწილის შეძენაა საჭირო, ტექნიკური აღჭურვა არ არის რაღაც განსაკუთრებული საჭირო და კომისიის წევრებმა არსებულ პროცედურებში უნდა ჩაამატონ უბრალოდ ორი თუ სამი ახალი პროცედურა, დანარჩენი იგივე რჩება. მაქსიმალურად არის გამარტივებული, რომ არ იყოს ზედმეტად რთული, შესაბამისად, მოსწრებადია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი