ზურაბ ჯაფარიძე - ნაგვის თავზე დაყრა არის ძალადობა, არ უნდა დაემსგავსო იმას, ვისაც ებრძვი
ზურაბ ჯაფარიძე - ნაგვის თავზე დაყრა არის ძალადობა, არ უნდა დაემსგავსო იმას, ვისაც ებრძვი

„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ გუშინ, ბათუმში მომხდარი ინციდენტი, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს, ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფა მიაყენეს, გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდება.

ჯაფარიძის თქმით, ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია.

„არ არის ეს გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს ლაპარაკს და სიტყვით აზრის გამოხატვას, ეგ არის გამოხატვის თავისუფლება. ნაგვის თავზე დაყრა არის ჩვეულებრივი ძალადობა. მე ვარ ძალადობის წინააღმდეგი. არ უნდა დაემსგავსო იმას, ვისაც ებრძვი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.