ზურაბ ჯაფარიძე - მნიშვნელოვანია, დილამდე დავიცვათ ყველა ხმა, რომ არ მოხდეს კიდევ რაღაცების ჩასწორება და შედეგების გაყალბება
ზურაბ ჯაფარიძე - მნიშვნელოვანია, დილამდე დავიცვათ ყველა ხმა, რომ არ მოხდეს კიდევ რაღაცების ჩასწორება და შედეგების გაყალბება

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა დედაქალაქში და ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი, არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც სამმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების გამოაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხმების დილამდე დაცვა, რომ არ მოხდეს შედეგების გაყალბება.

„ის, რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში პერიოდში და ხდებოდა დღეს, დღის განმავლობაში ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ არჩევნები ყალბდებოდა მასიურად, ამის ფაქტები არსებობს. მათ შორის ძალადობა, დაშინება, მოსყიდვა და ასე შემდეგ, წინასაარჩევნო პროცესში, მგონი, ყველასთვის იყო ნათელი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც დასავლეთიდან არიან ჩამოსული და არა ბელარუსიდან, ისინი შესაბამის შეფასებას გააკეთებენ. ახლა მნიშვნელოვანია დილამდე დავიცვათ ყველა ხმა, რომ არ მოხდეს კიდევ რაღაცების ჩასწორება და შედეგების გაყალბება. მეტიც, ეჭვი მაქვს, რომ თვითონ ეგზიტპოლის შედეგებშიც კი, ადამიანებს, რეგიონებში რაც ვნახე, შეეშინდათ თავისი რეალური არჩევანის თქმა და ამიტომ, ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება, ეს შედეგებიც კი გადაიხაროს კიდევ უფრო მეტად ოპოზიციის მხარეს.

თბილისის გადატეხვა ნიშნავს არჩევნების წაგებას, რადგან თბილისი არის ის ადგილი, სადაც ყველაზე ნაკლებად არის შესაძლებელი, იმის გამო, რომ დაკვირვება არის ბევრად უფრო ინტენსიური. რეგიონებში ხდებოდა კატასტროფა მთელი დღის განმავლობაში და ამას ვხედავდით ყველა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი