ზურაბ ჯაფარიძე – მაინც მგონია, ხელისუფლება ნიკა მელიას დაკავებაზე ვერ წავა
ნიკა მელიასთან მიმართებაში რაც ხდება, ცალსახად პოლიტიკური ამბავია, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ფიქრობს, რომ ხელისუფლება ნიკა მელიას დაკავებაზე ვერ წავა.
„მელიასთან მიმართებაში რაც ხდება, ცალსახად პოლიტიკური ამბავია, ერთმნიშვნელოვნად. აქ კითხვა არის ალბათ, წავა თუ არა ხელისუფლება იმაზე, რომ დააპატიმროს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე . მე მაინც მგონია, რომ მაგაზე ვერ წავლენ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.