ზურაბ ჯაფარიძე - კრიზისი განმუხტული არ არის, ეს არ იყო დამოკიდებული პარლამენტში ვიღაც შემოვიდოდა თუ არ შემოვიდოდა, ეს არაფერს ცვლის
ზურაბ ჯაფარიძე - კრიზისი განმუხტული არ არის, ეს არ იყო დამოკიდებული პარლამენტში ვიღაც შემოვიდოდა თუ არ შემოვიდოდა, ეს არაფერს ცვლის

კრიზისი განმუხტული არ არის. აქ მოვისმინე, კრიზისი აღარ არისო და თან ხელოვნური კრიზისიაო. კრიზისი არ იყო დამოკიდებული აქ ვიღაც შემოვიდოდა თუ არ შემოვიდოდა, ეს არაფერს ცვლის, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმი, ქვყანაში კრიზისი არ დასრულებულა.

„კრიზისი არის გარეთ, ადამიანების თავებში და მთავარი კრიზისი არის იმაში, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს და პირველ რიგში, ახალგაზრდებს აღარ აქვთ რწმენა, რომ ქვეყანაში ღირს დარჩენა და ცხოვრება, ყველა არის აქედან გაქცევაზე. ეს არის მთავარი კრიზისი. ვიდრე გარეთ ადამიანებს იმედი არ გაუჩნდებათ, რომ შეიძლება ამ ქვეყნიდან რაღაც გამოვიდეს, ვიდრე არ გადაწყვეტენ, რომ აქ იცხოვრონ, აქ ღირს დარჩენა, შვილების გაჩენა, აქ ღირს რაღაცების გაკეთება, მანამდე ეს კრიზისი დაძლეული არ იქნება. მიუხედავად იმისა, ორი პარლამენტარი შემოვა ოპოზიციიდან თუ 22, ეს არაფერს შეცვლის. ეკონომიკური პრობლემების დაძლევას სჭირდება ეკონომიკის გააზრება, როგორ მუშაობას ეკონომიკა და სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი, რომ ეს ყველაფერი დაიძლიოს. ამ პარლამენტს აქვს ერთადერთი ფუნქცია, ეს არის დროებითი ფუნქცია, რომ შეასრულოს ის, რაც წერია იმ ტექსტში. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ცვლილებები საარჩევნო სისტემაში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.