ზურაბ ჯაფარიძე - ხელისუფლებისთვის 2 ოქტომბერს იქნება ლეგიტიმაციის ტესტი, თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება, ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე და გაუჩნდება შანსი, რაღაც შეიცვალოს
ზურაბ ჯაფარიძე - ხელისუფლებისთვის 2 ოქტომბერს იქნება ლეგიტიმაციის ტესტი, თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება, ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე და გაუჩნდება შანსი, რაღაც შეიცვალოს

2 ოქტომბრის არჩევნები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის. 2 ოქტომბერს იქნება ტესტი ამ ხელისუფლებისთვის და ეს არის ლეგიტიმაციის ტესტი და თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება 2 ოქტომბერს, რაშიც მე ვარ დარწმუნებული, ამ შემთხვევაში ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე და გაუჩნდება შანსი, რომ რაღაც შეიცვალოს, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლებისთის“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში საერთო ხედვაა, რომ ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია.

„ჩვენ, ვინც აქ ვდგავართ, ვართ ის ადამიანები, ვისაც, ერთის მხრივ, ზუსტად გვესმის, როგორი ქვეყანა გვინდა და რა არის ამ ქვეყანაში შესაცვლელი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის არის ბევრი განსხვავება, არის საკითხები, სადაც ჩვენს ხედვებს შორის არის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ერთი და იგივე ხედვები და ეს ეხება იმას, როგორ უნდა შეიცვალოს ეს ქვეყანა იმისათვის, რომ მართლა გაჩნდეს შანსი წინსვლის. გარდა ამისა, ჩვენ ასევე გვესმის, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადის იმაზე, რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთთან თანამშრომლობა. თანამშრომლობა სხვადასხვა თემაზე, ისევე, როგორც თანამშრომლობა სხვადასხვა ტექნიკურ საკითხზე. ის, რასაც ახლა დღეს აქ ვაკეთებთ, ესეც არის თანამშრომლობის და კონსენსუსის ერთგვარი გამოვლინება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.