ზურაბ ჯაფარიძე - იმედია, გია ვოლსკი პარტიული აპარატისა და ადმინისტრაციული რესურსის მიღმა არ დაიმალება
ზურაბ ჯაფარიძე - იმედია, გია ვოლსკი პარტიული აპარატისა და ადმინისტრაციული რესურსის მიღმა არ დაიმალება

იმედია, გია ვოლსკი პარტიული აპარატისა და ადმინისტრაციული რესურსის მიღმა არ დაიმალება , – ამის შესახებ „გირჩის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გია ვოლსკის შესახებ განაცხადა.

„ჩემი კონკურენტი „ოცნებიდან“ არის გია ვოლსკი. მოვუწოდე, ბატონ გიას, ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ დროს, მზად ვარ, მასთან ერთად დავჯდე და ვისაუბრო ქვეყნის მნიშნვნელოვან პრობლემებზე. ჩემი აზრით, ის იქნება კონკურენტული და იმედი მაქვს, ბატონი გია არ დაიმალება პარტიული აპარატისა და ადმინისტრაციული რესურსის მიღმა, რასაც „ქართული ოცნება“ იყენებს არჩევნებისთვის და ამაზე არ დადებს ფსონს, გამოვა საჯაროდ ისაუბრებს ჩემთან ერთად ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს.