ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი“ კოალიციაში ვერავისთან წარმომიდგენია
ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი“ კოალიციაში ვერავისთან წარმომიდგენია

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შესაძლებელია ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგეს მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა კოალიციის საკითხს არ განიხილავს.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პარტიებმა არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა იბრძოლონ.

ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან, უნდა შეთანხმდნენ მაჟორიტარებზე და რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაშია გასატარებელი.

„შეიძლება, დავიწყოთ საუბარი შეთანხმებაზე მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომ ერთმანეთს არ დავუყენოთ კონკურენტები. რაც შეეხება სხვა საკითხებს, არა მგონია, რომ რაღაც კოალიცია გაკეთდეს ამ პარტიებისგან. მგონია, პარტიები დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ არჩევნებზე. მჯერა იმისაც, რომ მაჟორიტარები არ უნდა დავუყენოთ ერთმანეთს. შეთანხმება უნდა იყოს იმაზე, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება, ამის შემდეგ რას ვაკეთებთ კოალიციურ მთავრობაში და არა იმაზე, რომ ერთიანი ბლოკით ან კოალიციით გავიდნენ ეს პარტიები. ამ პარტიებს სხვადასხვა ტიპის ამომრაჩევლები ჰყავთ და გაუგებარი იქნება ეგ ამბავი. მე „გირჩი“ ვერავისთან ვერ წარმომიდგენია კოალიციაში. მგონი, ეს არც განიხილება. ჩემი პოზიციაა, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს მაჟორიტარებზე და რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაშია გასატარებელი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.