ზურაბ ჯაფარიძე - გამოსავალი არის, ამ შენობიდან გამოვიდნენ ისინი, ვინც კრემლს წარმოადგენენ, უნდა შეხვიდეთ თქვენ, მოქალაქეები, ეს უნდა დაიწყოთ დღეს, რომ მორჩება გამოსვლები
ზურაბ ჯაფარიძე - გამოსავალი არის, ამ შენობიდან გამოვიდნენ ისინი, ვინც კრემლს წარმოადგენენ, უნდა შეხვიდეთ თქვენ, მოქალაქეები, ეს უნდა დაიწყოთ დღეს, რომ მორჩება გამოსვლები

უკრაინელები საკუთარი სიცოცხლის ფასად უმტკიცებენ მთელ მსოფლიოს და დასავლეთს, რომ მათი ადგილი არის თავისუფალ სამყაროში. ამ დროს ჩვენ გამოვიყურებით როგორც ჩმორები, რომელთა ადგილიც არსად არ არის. უნდა დავუმტკიცოთ საკუთარ თავს, მთელ დედამიწას და დასავლეთს, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების ღირსი, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის შენობასთან აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი გზა, რითიც შეიძლება ამ სირცხვილის ჩამორეცხვა, არის ხელისუფლების შეცვლა.

„ახლა, როცა ჩვენ აქ ვართ შეკრებილები, ამ წუთში უკრაინელები კასეტური და ვაკუუმური ბომბების ქვეშ საკუთარი სიცოცხლის ფასად უმტკიცებენ მთელ მსოფლიოს და დასავლეთს, რომ მათი ადგილი არის თავისუფალ სამყაროში. ამ დროს ჩვენ გამოვიყურებით როგორც ჩმორები, რომელთა ადგილიც არსად არ არის. ჩვენ რაც გვაქვს გასაკეთებელი არის ის, რომ უნდა დავუმტკიცოთ საკუთარ თავს, ამ ვირებს, მთელ დედამიწას და დასავლეთს, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების ღირსი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიაჩნია არსებულ ვითარებაში გამოსავლად.

„კი, ჩვენ უნდა მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე, მაგრამ ჩემი აზრით, გამოსავალი არის ის, რომ ამ შენობიდან უნდა გამოვიდნენ ისინი, ვინც კრემლს წარმოადგენენ, მათ შორის უნდა გამოვიდნენ ისინიც, ვისაც ოპოზიციური დეპუტატები ჰქვიათ, ამ შენობაში უნდა შეხვიდეთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, არა პოლიტიკოსები, არც აქტივისტები. თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები უნდა შეხვიდეთ ამ შენობაში, ეს შენობა არის თქვენი და, ჩემი აზრით, ეს უნდა დაიწყოთ დღეს, რომ მორჩება გამოსვლები. ამ შენობის გარშემო არის უამრავი პოლიცია, არ დაიშალოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ჩემი თხოვნა იქნება, მიდით და ამ ხალხთან დაიწყეთ ლაპარაკი, ამ პოლიციელებს აუხსენით, სად დგანან, რას იცავენ, ვის იცავენ და რა დგას სასწორზე“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.