ზურაბ ჯაფარიძე - ერთადერთი, რაც მაინტერესებს, გავიგო, ვის ველაპარაკო „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუნდაც ერთობაზე
ზურაბ ჯაფარიძე - ერთადერთი, რაც მაინტერესებს, გავიგო, ვის ველაპარაკო „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუნდაც ერთობაზე

ერთადერთი, რაც მაინტერესებს, გავიგო, ვის ველაპარაკო „ნაციონალურ მოძრაობაში“, მათ შორის თუნდაც ერთობაზე, ერთიან კოორდინაციაზე და ასე შემდეგ, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, გულშემატკივრობს, რომ მალე დასრულდეს ეს გაუგებრობა.

„წარმოდგენა არ მაქვს, მელია რაზე ლაპარაკობს და ვინმე თუ ​გამოსაჩენია, გამოჩნდეს, ერთმანეთში თუ რამეა სალაპარაკო, დაილაპარაკონ და გაარკვიონ. რასაც ვგულშემატკივრობ ის არის, რომ მალე დასრულდეს ეგ გაუგებრობა. ერთადერთი, რაც მაინტერესებს ის არის, რომ ჩემთვის გასაგები იყოს, ვის უნდა ველაპარაკო „ნაციონალურ მოძრაობაში“, მათ შორის თუნდაც იმავე ერთობაზე, ერთიან კოორდინაციაზე და ასე შემდეგ. დანარჩენი, შიდა პროცესები მართლა არ ვიცი, ჩემი მილიონი პრობლემა მაქვს და იქ, კულისებში რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული მოვლენები ოპოზიციაზე თუ იქონიებს გავლენას, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა:

„მგონი, მაგას ისედაც აქვს გავლენა. ნებისმიერი ეგეთი ამბავი, რომელიც გამოდის შემდეგ გარეთ, ისედაც აჩენს გაუგებრობის განცდას. მგონია, ოპოზიციის ერთობასთან ახლა ეგეც არის, გარედან ჩანს, რომ დაქსაქსულობაა. მით უმეტეს, როდესაც მსხვილი ოპოზიციური პარტიის შიგნით ეგეთი ამბავია, შეუძლებელია, პოზიტიურად მოქმედებდეს რამეზე“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.