ზურაბ ჯაფარიძე - ჩემთვის გაუგებარია, „გირჩი“ რატომ არ შედის პარლამენტში, მათ მოთხოვნები არ აქვთ, უბრალოდ ელოდებიან, ვინმე შევიდეს და ისინიც შევლენ
ზურაბ ჯაფარიძე - ჩემთვის გაუგებარია, „გირჩი“ რატომ არ შედის პარლამენტში, მათ მოთხოვნები არ აქვთ, უბრალოდ ელოდებიან, ვინმე შევიდეს და ისინიც შევლენ

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ შედიან პარლამენტში პარტია „გირჩის“ წევრები.

ჯაფარიძის თქმით, მათ მოლაპარაკებებზე არანაირი მოთხოვნა არ აქვთ და უბრალოდ დამკვირვებლის ფუნქციით არიან.

„გირჩი“ რატომ არ შედის პარლამენტში, ჩემთვის გაუგებარია. ისინი ამბობენ, არჩევნები არ გაყალბებულაო, ჩვენ დავრწმუნდით, რომ არ მტკიცდება გაყალბებაო და არ მესმის, რატომ არ შედიან. მათ მოთხოვნები არ აქვთ, ისინი უბრალოდ ელოდებიან, რომ ვინმე შევიდეს. მოლაპარაკების მაგიდასთან დამკვირვებლის ფუნქციით არიან, არანაირი მოთხოვნები, არანაირი წითელი ხაზები არ აქვთ. ვინმე თუ შევა, ისინიც შევლენ, ალბათ. ახლაც რატომ არ შედიან, არ ვიცი.

ჩემთვისაც თუ იქნება მისაღები პუნქტები, არც მე დაველოდები არავის პოზიციას, მეც ასეთი პოზიცია მაქვს, მაგრამ ამ წუთში იქ რაც დევს, ფაქტია, არავისთვის არის მისაღები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.