ზურაბ ჯაფარიძე - არავინ აპირებს, რომ ჯალათებს შეეხოთ ამნისტია
ზურაბ ჯაფარიძე - არავინ აპირებს, რომ ჯალათებს შეეხოთ ამნისტია

„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, არავინ აპირებს, რომ ჯალათებს, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრძანების გამცემებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს შეეხოთ ამნისტია.

„ჩემი პოზიცია ამ შემთხვევაში პრინციპულად არ განსხვავდება სხვებისგან. არავინ აპირებს, რომ ჯალათებს შეეხოთ ეს ამნისტია, ან ბრძანების გამცემებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ეს იყო ის ატმოსფერო, ასეთივე იქნება პოზიციონირება ჩვენი მხრიდან. სულ სამი პილიციელია, ვისაც ბრალი აქვს წაყენებული. მადლობა ყველას, გინც გვაკრიტიკებდა ან მოგვიწოდებდა, რომ ასე არ ქნათ და ისე არ ქნათო, როგორც გავარკვიე, ისედაც არავინ აპირებდა მსგავსი რამის დაშვებას“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი