ზურაბ ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ელჩების კრიტიკა სწორი იყოს, ვფიქრობ, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებიც ამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ
ზურაბ ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ელჩების კრიტიკა სწორი იყოს, ვფიქრობ, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებიც ამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ელჩების კრიტიკა სწორი არ არის.

„არ მგონია, რომ ელჩების კრიტიკა სწორი იყოს, ელჩების კრიტიკას არ ვემხრობი“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ გეპარებათ ეჭვი მათ ქომაგობაში, ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისი შეფასებით, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩიც მოქმედებენ ამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„არა, არ მეპარება. ჩემი აზრით, ერთიც და მეორეც მოქმედებენ ამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე მგონია ამ ქვეყნის მეგობარი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა, რომ მისი და რამდენიმე ადამიანის სასამართლო პროცესების განახლება შემთხვევითი არ არის. ნიკა მელიას თქმით, ეს არის ვაჭრობის პროცესის გახსნა, რაც ხდება იმ ფონზე, როცა ელჩების ჩართულობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ელჩების პოზიციას ელოდება. მელიას თქმით, თუ ელჩების მხრიდან არ არის დანახული ის პროცესები, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიცია საუბრობს, აქვს უფლება, არ დაეთანხმოს მათ ჩვენი ქვეყნის მიმართ მათ გულწრფელ ქომაგობაში.