ზურაბ ჯაფარიძე - ახალგაზრდების მიზანი ხელისუფლების ცვლილება რომ ყოფილიყო, ხელისუფლება დღეს შეცვლილი იქნებოდა
ზურაბ ჯაფარიძე - ახალგაზრდების მიზანი ხელისუფლების ცვლილება რომ ყოფილიყო, ხელისუფლება დღეს შეცვლილი იქნებოდა

ახალგაზრდების მიზანი ხელისუფლების ცვლილება რომ ყოფილიყო, ხელისუფლება დღეს შეცვლილი იქნებოდა, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ახალგაზრდებმა უკან დაახევინეს ივანიშვილის რეჟიმს“.

„ორი დღე ციხეში ვიჯექი, როდესაც ახალლგაზდებმა მოიგეს ბრძოლა. არანაირი კომუნიკაცია არ მქონია ამ ახალგაზრდებთან. როდესაც გამოვედი, დამხვდა უკვე გაფორმებული გამარჯვება. შესაბამისად, მე ვერაფრის კოორდინაციას ვერ გავაკეთებდი. ეს ყველაფერი გათვლილია ახალგაზრდების მშობლებისადმი, რომ ისინი შეაშინონ, თითქოს იქ რაღაცები ხდება, რომ იქ ცუდი ხალხი მართავს ამ ახალგაზრდებს, რომ მერე მათ გავლენა იქონიონ ამ ახალგაზრდებზე, მაგრამ არ გამოვა, არ ესმით, ვინ არიან ეს ახალგაზრდები. არ ესმით მათი მოტივაციები, არ ესმით, რომ ამ ბოდვით მათ ვერ შეაშინებენ და ვერ გააჩერებენ. ხელისუფლების ცვლილება რომ ყოფილიყო ამ ახალგაზრდების მიზანი, ხელისუფლება დღეს იქნებოდა შეცვლილი. ეს მიზანი რომ ყოფილიყო, ახალგაზრდები მიაღწევდნენ ამ მიზანს“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.