ზურაბ იაკობიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილმა (70კგ) ბრიტანელი კოჟოკარი დაამარცხა და რეპეშაჟის ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ბაირამოვს ბრინჯაოს მედლისთვის დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ნიკა კენჭაძემ (79კგ) სომეხი სპორტსმენი დამაჯერებლად 10:0 დაამარცხა და წლევანდელ ევროპის პირველობის ბრინჯაოს მსოფლიო ჩემპიონატის ამავე სინჯის მედალი შემატა.
ტურნირზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში ჯერჯერობით ორი მედალია, კენჭაძის ბრინჯაოს გარდა ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმაც მოიპოვა.