ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე განხილვა გადაიდო, რის გამოც ისინი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ
ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე განხილვა გადაიდო, რის გამოც ისინი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე განხილვა გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი ნიკა მოსიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. მას პროცესის დროს მაღალი წნევა აღენიშნებოდა.

დაცვის მხარე დაკავებული ნიკა მოსიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესის გადადებას მოითხოვდა, რაც თავდაპირველად მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. აღნიშნულს დამსწრეების მხრიდან ხმაური მოჰყვა, რაც სხდომათა დარბაზის გარეთ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მოგვიანებით დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

სხდომის გადადების გამო ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ისინი სამედიცინო გამოკვლევებზე გადაიყვანეს.

საქმეზე სხდომა ხვალ, 10 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება.