ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - მცდელობაა, რომ წინასწარ მოხდეს პოზიციების დაახლოება ხელისუფლებასა და ოპოზიციის პარტიებს შორის, რათა მესამე რაუნდი შედეგით დასრულდეს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - მცდელობაა, რომ წინასწარ მოხდეს პოზიციების დაახლოება ხელისუფლებასა და ოპოზიციის პარტიებს შორის, რათა მესამე რაუნდი შედეგით დასრულდეს

სხვასდასხვა საკითხზე იყო სუბარი, ეს იყო მოსამზადებელი შეხვედრის მსგავსი, მცდელობა არის, რომ წინასწარ მოხდეს პოზიციების დაახლოება ხელისუფლებასა და ოპოზიციის პარტიებს შორის, რათა მესამე რაუნდი შედეგით დასრულდეს, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთ კომპრომისულ ვარიანტად ვადამდელ არჩევნებს განიხილავენ.

„საუბრის თემებს ვერ მოგიყვებით, სხვადასხვა საკითხზე იყო სუბარი. რაც შემიძლია გითხრათ, ეს იყო რაღაც მოსამზადებელი შეხვედრის მსგავსი, როგორც ჩანს, ბევრ ასეთ შეხვედრას მართავენ ცალ-ცალკე ოპოზიციურ პარტიებთან, ისევე როგორც ხელისუფლებასთან. მცდელობა არის, რომ წინასწარ მოხდეს პოზიციების დაახლოება ხელსუფლებასა და ოპოზიციის პარტიებს შორის, რათა მესამე რაუნდი როდესაც გაიმართება, რაღაცნაირად შედეგით დასრულდეს და უბრალოდ შეხვედრა შეხვედრისთის არ იყოს. ვადამდელი არჩევნები არის კომპრომისული ვარიანტი, ვნახოთ, რა იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან.

ჯერჯერობით, მოლაპარაკების მაგიდაზე სხვა კომპრომისული ვარიანტი არ დევს, თუ ეს მიუღებელია, მაშინ ხელისუფლება უნდა მოვიდეს და რამე განსხვავებული უნდა თქვას, რაც შეიძლება, შემდეგ ოპოზიციამ განიხილოს. ამ წუთში ეს რეალობაა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.