ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიას ონლაინრეჟიმში გააგრძელებს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიას ონლაინრეჟიმში გააგრძელებს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიას ონლაინრეჟიმში გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

„კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე. მაღალი სიცხე ჰქონდა სამი დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამჟამად ბევრად უკეთესადაა. სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა. სამწუხაროდ, ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო. კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ. 31-ში უნდა მოვიგოთ“, – წერს ჯაფარიძე.

დატოვე კომენტარი