ზურაბ ჟვანია ტურის სიმბოლურში მოხვდა [ვიდეო]

18:32, 20.02.2019

ინგლისის პრემიერშიფის მე-13 ტურში მხოლოდ ერთმა სტუმარმა გუნდმა მოიგო. ეს ზურაბ ჟვანიას „უოსფსმა“ მოახერხა, რომელმაც „ბრისტოლს“ ანგარიშით 29:22 სძლია.

ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 61 წუთი გაატარა. „უოსფსი“ მეხუთე ადგილზეა და ფლეი ოფში გასასვლელად იბრძვის.

ზურაბ ჟვანიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 თებერვალს „სეილ შარქსის“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.

მსგავსი