ზურაბ ჟვანია თანაგუნდელებთან ერთად საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო
ზურაბ ჟვანია თანაგუნდელებთან ერთად საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო

ზურაბ ჟვანია თანაგუნდელებთან ერთად ტრადიციულ წინასაშობაო საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო.

ქართველი მორაგბე „ვოსფსის“ წევრებთან ერთად ქოვენტრის და ვარვიკშირის უნივერსიტეტების საავადმყოფოებს და ბავშვთა ჰოსპისს ესტუმრნენ.

მორაგბეებმა ბავშვებსა და მოხუცებს საჩუქრები გადასცეს და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. „ვოსფსის“ სარაგბო კლუბი ტრადიციულად ყოველ წელს სტუმრობს აღნიშნულ საავადმყოფოსა და ბავშვთა ჰოსპისს.

სპორტსმენები აქტიურად არიან ჩართულები ყველა აქციაში და იმ ღონისძიებებში რომელიც ამ დაწესებულების დასახმარებლად იმართება.