ზურაბ ჭიაბერაშვილი - საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ოპოზიციურ პარტიებს, ხელისუფლების რეიტინგი მკვეთრად დაცემულია
ზურაბ ჭიაბერაშვილი - საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ოპოზიციურ პარტიებს, ხელისუფლების რეიტინგი მკვეთრად დაცემულია

ოპოზიციონერი დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი მხარს ოპოზიციურ პარტიებს უჭერს, ვიდრე ხელისუფლებას, რომლის რეიტინგი მკვეთრად დაცემულია.

ჟურნალისტებთან საუბარში ზურაბ ჭიაბერაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კვლევა გავრილოვის სისხლიან ღამემდე ჩატარდა.

„ეს იმაზე მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმურობა გამოცლილი აქვს და არჩევნები ხვალ რომ ჩატარდეს, ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს”, – აღნიშნა დეპუტატმა.

ამასთან, ჭიაბერაშვილი კვლევის იმ შედეგებსაც გამოეხმაურა, რომელიც ნატო-ში ინტეგრაციასა და რუსეთის მიმართ განწყობებს ეხება.

„გამოკითხვაში ყველაზე მკაფიოდ ჩანს ის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა – დათვს ბაბაია დაუძახე, სრული კრახით დასრულდა. გავრილოვის სისხლიან ღამემდე ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, 79 პროცენტი რუსეთს აღიქვამდე, როგორც პოლიტიკურ საფრთხეს, ხოლო 57 პროცენტი, როგორც ეკონომიკურ საფრთხეს. გამოკითხულთა 88 პროცენტი რუსეთს აღიქვამს, როგორც საფრთხეს. ამ პირობებში აუცილებელი იყო, მკაფიო დიპლომატიური პოლიტიკა გვქონოდა, სადაც საერთაშორისო ფორუმებზე სირაქლემასავით თავჩაღუნული კი არ უნდა ყოფილიყო ქართული ხელისუფლება, არამედ აქტიური ყოფილიყო, რომ როგორც უკრაინაა საერთაშორისო დღის წესრიგში, საქართველოს საკითხი იმავე დონეზე უნდა ყოფილიყო. ეს არის რუსეთის აგრესიის ყველაზე დიდი შემაკავებელი, რასაც „ქართული ოცნება“ არ აკეთებდა. ამ ფონზე საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ მხარდაჭერა ოდნავ შემცირებულია, მაგრამ როგორც კი ხელისუფლების ცვლილება მოხდება და ახალ ხელისუფლებას სწორი საგარეო კურსი ექნება, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ნდობას დავიბრუნებთ“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დატოვე კომენტარი