ზურაბ ჭიაბერაშვილი - ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული ზრდა ხელისუფლების არაკომპეტენტური მმართველობის შედეგია
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული ზრდა ხელისუფლების არაკომპეტენტური მმართველობის შედეგია

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული ზრდა ხელისუფლების არაკომპეტენტური მმართველობის შედეგია, – ამის შესახებ ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან“, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

პარტიის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ჭიაბერაშვილმა მთავრობის მეთაურს, გიორგი გახარიას ვირუსის წინააღმდეგ განხორციელებული რეგულაციები დაუწუნა.

ჭიაბერაშვილმა მედიას ის კითხვები გააცნო, რომლებზეც პასუხს გიორგი გახარიასგან ითხოვს. კითხვები შეეხება ჯანდაცვის როგორც პირველადი, ასევე ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნას, სეზონური გრიპის ვაქცინაციას, სოციალურ ღონისძიებებს, განათლების სფეროსა და ეკონომიკას.

„გახარიას მთავრობამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, რამდენად გამართლებულია ტოტალური ჩაკეტვა, რასაც მათ მიმართეს, რითაც ჩამოშალეს ეკონომიკა და გააცამტვერეს ოჯახების დანაზოგი. ახლა, როცა მათ მერ მიცემული მწირი ფინანსური დახმარება ვეღარ აკომპენსირებს ოჯახების ასეთ დიდ დანაკარგს, რას ურჩევენ მისახლეობას, როგორ ხედავენ ისინი მომავალს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.