ზურაბ აზნაურაშვილი - პრობლემაა, რომ პარტიების „ფეისბუქ“ ხარჯებზე წვდომა არ გვაქვს
ზურაბ აზნაურაშვილი - პრობლემაა, რომ პარტიების „ფეისბუქ“ ხარჯებზე წვდომა არ გვაქვს

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს პარტიების „ფეისბუქ“ ხარჯებზე წვდომა არ აქვს და ამ მიმართულებით, სხვა ქვეყნების გამოცდილებას გაიზიარებს.

როგორც ჟურნალისტებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა, ე.წ. ფეიკნიუსებისა და სოციალური მედიის თემა აქტუალურია.

„ე.წ. ფეიკნიუსების და სხვადასხვა ტიპის საკითხების მიმართულებით, რომლებიც არის „ფეისბუქზე“ და აქტუალურია სიახლე სხვადასხვა სოციალური მედიით, პრობლემაა ისაა, რომ ჩვენ არ გვაქვს წვდომა „ფეისბუქზე“ ხარჯთან დაკავშირებით და ა.შ. გვაინტერესებს ამ გამოცდილების გაზიარება სხვა ქვეყნების მხრიდან“, – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

მისი თქმით, მსგავსი საკითხები გასულ არჩევნებზე აქტუალური იყო.

„გასულ არჩევნებზე იყო მსგავსი საკითხები, ჩვენთანაც იყო საუბარი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე და დაფინანსების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, მომდევნო არჩევნებისთვის გვინდა, უფრო მომზადებული ვიყოთ და მეტი ინფორმაცია გვქონდეს“, – განაცხადა პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა.

მისი თქმით, სამსახური გამოცდილებას გაიზიარებს კრიპტოვალუტებით დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებითაც.

კრიპტოვალუტას რაც შეეხება, ჩემი აზრით არის მცდელობა და გვაინტერესებს ამის შესახებაც ინფორმაცია, სხვა ქვეყნის გამოცდილება, რომ მომზადებული ვიყოთ წინასაარჩევნო პერიოდისთვის და აქტიურად მოვახერხოთ მონიტორინგი და კორუფციულ რისკებთან ბრძოლა“, –  განაცხადა აზნაურაშვილმა.

ზურაბ აზნაურაშვილი რეგიონულ კონფერენციაში „ფული პოლიტიკაში“ მონაწილეობს, რომელიც თბილისში მიმდინარეობს.