ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტის შესაბამისად, ქრონიკულ დაავადებათა მედიკამენტების დაფინანსება დაახლოებით 30 მილიონი ლარით გაიზრდება
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტის შესაბამისად, ქრონიკულ დაავადებათა მედიკამენტების დაფინანსება დაახლოებით 30 მილიონი ლარით გაიზრდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განაცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაზრდილი დაფინანსების ნაწილი, დაახლოებით 30 მილიონ ლარი, მიმართული იქნება ქრონიკულ დაავადებათა მედიკამენტების დაფინანსებაზე.

მისივე თქმით, ასევე გაფართოვდება დასაფინანსებელი მედიკამენტების სია.

„ამ თანხის ნაწილი, დაახლოებით 30 მილიონი ლარით ზრდა შეეხება ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსებას. მოგეხსენებათ, ჩვენ მომდევნო წლის იანვრიდან რეფერენტული ფასებით განვსაზღვრავთ წამლების ფასებს. პირველ ეტაპზე ეს შეეხება ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირებს. აქედან გამომდინარე, 30 მილიონი დაემატება რეფერენტული ფასების განსაზღვრის შემდეგ. ასევე, გაფართოვდება დასაფინანსებელი მედიკამენტების სია და მეტად გავზრდით ხელმისაწვდომობასა და ადამიანების მოცვას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.