ზურაბ აზარაშვილი - ვისურვებდი, მომდევნო ინტერპელაციისას უფრო მეტად მომზადებული ოპონირება იყოს, პარლამენტარები, რომლებმაც კითხვები გამომიგზავნეს, გამიხარდებოდა, ბოლომდე დასწრებოდნენ
ზურაბ აზარაშვილი - ვისურვებდი, მომდევნო ინტერპელაციისას უფრო მეტად მომზადებული ოპონირება იყოს, პარლამენტარები, რომლებმაც კითხვები გამომიგზავნეს, გამიხარდებოდა, ბოლომდე დასწრებოდნენ

ვისურვებდი, შემდეგი ინტერპელაციისას უფრო მეტად მომზადებული ოპონირება იყოს, სულ მცირე, ის პარლამენტარები, რომლებმაც კითხვები გამომიგზავნეს, ბოლომდე დასწრებოდნენ, გამიხარდებოდა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ზურაბ აზარაშვილმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, იმედოვნებს, რომ პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ, აღარ გახდება პოლიტიკური სპეკულაციის საბაბი.

„ჩვენთვის თითოეული ადამიანი უაღრესად მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, დასაქმების პროგრამებში ჩართული ყველა მოქალაქე, მათი პოლიტიკური გემოვნებისა, თუ სტატუსის მიუხედავად, ჩართულია და შეუძლია ამ პროგრამით სარგებლობა.

და ბოლოს ვისურვებდი, რომ შემდეგი ინტერპელაციის დროს უფრო მეტად მომზადებული ოპონირება იყოს და სულ მცირე ის პარლამენტარები, რომლებმაც ეს კითხვები გამომიგზავნეს, ბოლომდე დასწრებოდნენ, გამიხარდებოდა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.