ზურაბ აზარაშვილი - სხვადასხვა ქალაქში დევნილებისთვის უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები, ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და ვიყენებთ ყველა შესაძლო რესურსს
ზურაბ აზარაშვილი - სხვადასხვა ქალაქში დევნილებისთვის უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები, ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და ვიყენებთ ყველა შესაძლო რესურსს

ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და სხვადასხვა ქალაქში უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები. ახლა მუნიციპალიტეტებთან, ქონების მართვის სააგენტოსთან ამ მიწების გადმოსაცემად პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან აღნიშნულ მიწებზე მშენებლობების დაწყების საკითხზე.

ზურაბ აზარაშვილმა სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე მშენებლობებში მათი განსახლების მიზნით, სამინისტრო მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.

„სასტუმრო „ქართლთან“ დაკავშირებით ვინაიდან ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა, ჩვენ მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა და მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რათა არსებული ფასების ფარგლებში შემოვიდნენ გამოცხადებულ კონკურსში. მიმდინარე წელს ამ ბინებით ჩვენ მოსახლეობას დავაკმაყოფილებთ. დავადასტურებ, რომ დევნილთა სააგენტომ მოიძია ღირსეული საცხოვრებელი პირობები, სხვადასხვა ბინა, სადაც ჩვენ კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ დევნილებს ვთავაზობთ ქირით გასვლას. მშენებლობების დასრულებამდე მათ იქ ცხოვრება შეეძლებათ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ყველა შესაძლო რესურსს ვიყენებთ და უახლოეს პერიოდში კონკრეტული ხელშესახები შედეგი გვექნება“, – აღნიშა ზურაბ აზარაშვილმა.