ზურაბ აზარაშვილი - შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ
ზურაბ აზარაშვილი - შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ.

მისივე თქმით, ეს კლინიკების მოწესრიგების პირველი ეტაპია და საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

„შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის, ასევე ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ. მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ ყველა სხვა საქმიანობა, სადაც შესაბამისი ნებართვები აქვთ. ზოგს მხოლოდ ორი კომპონენტი შეუჩერდა, ზოგს – რეანიმაცია ან ქირურგია. ვფიქრობ, საერთო ჯამში, ნორმალური სურათია და საგანგაშო მდგომარეობა არ არის, რომ რომელიმე რეგიონში ან ქალაქში ხელმისაწვდომის პრობლემა შეგვექმნას. ეს არის მოწესრიგების პირველი ეტაპი, რადგან მოგეხსენებათ, მომდევნო წლის ბოლომდე კლინიკამ სრულად უნდა დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტი და ესეც ამისი ნაწილი იქნება“, – განაცხადა აზარაშვილმა.