ზურაბ აზარაშვილი საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ზურაბ აზარაშვილი საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა ჰაიდი გრაუს სამინისტროს მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სერვისებს, ასევე დასაქმების საკითხებს. იმსჯელეს მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.

მხარეებმა COVID-19-ის კუთხით არსებული დადებითი დინამიკაც განიხილეს. დიპლომატმა აღნიშნა, რომ შვეიცარიაშიც, საქართველოს მსგავსად, უკვე ყველა შეზღუდვა მოხსნილია.

ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.