ზურაბ აზარაშვილი ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
ზურაბ აზარაშვილი ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ისრაელის ჯანდაცვის მინისტრ ნიცან ჰოროვიცს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა, ქვეყნებს შორის ჯანდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოში ძლიერი საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნის აუცილებლობას, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების კომპეტენციისა და მოტივაციის ამაღლებას, ასევე, კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა, სამედიცინო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ზურაბ აზარაშვილმა ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით,​ რესერტიფიცირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა.

საქართველოსა და ისრაელის ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრა თელ-ავივში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ.