ზურაბ აზარაშვილი - ჰოლდინგური და მსგავსი მსხვილი შეთანხმებების შედეგად, შესაძლოა, დიდი ზიანი მიადგეს სახელმწიფოს, მოქალაქეებს, ვამზადებთ სამოქმედო გეგმას, რას ვაპირებთ ამ მიმართულებით
ზურაბ აზარაშვილი - ჰოლდინგური და მსგავსი მსხვილი შეთანხმებების შედეგად, შესაძლოა, დიდი ზიანი მიადგეს სახელმწიფოს, მოქალაქეებს, ვამზადებთ სამოქმედო გეგმას, რას ვაპირებთ ამ მიმართულებით

ჰოლდინგური და მსგავსი მსხვილი შეთანხმებების შედეგად, შესაძლოა, დიდი ზიანი მიადგეს სახელმწიფოს, მოქალაქეებს. ვამზადებთ სამოქმედო გეგმას, რას ვაპირებთ ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა.

აზარაშვილმა უპასუხა დეპუტატ ზაზა ლომინაძის შეკითხვას, რომელიც ჰოლდინგურ გაერთიანებებსა და შეთანხმებას უკავშირდება. კერძოდ, საუბარია იმ ჰოლდინგებზე, რომლებიც ფარმაცევტულ კომპანიებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვეო კომპანიებს აერთიანებს.

ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე უწყებას მუშაობა დაწყებული აქვს.

„განსაკუთრებით მიმდინარე წელს გამოჩნდა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის, ვინაიდან ჰოლდინგური და მსგავსი მსხვილი კარტელური შეთანხმებების შედეგად, შესაძლოა, ძალიან დიდი ზიანი მიადგეს როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს. ვფიქრობ, სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე იქნება მზად. გეგმაში მკაფიოდ იქნება გაწერილი, რას ვაპირებთ ამ მიმართულებით. კონტურები უკვე გამოკვეთილია, თუმცა არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო და ვთქვა, რეალურად რა მოლოდინი მაქვს. ეს სენსიტიური თემაა“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.