ზურაბ აბაშიძე - საქართველოსა და რუსეთის შორის პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია
ზურაბ აბაშიძე - საქართველოსა და რუსეთის შორის პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია

საქართველოსა და რუსეთის შორის პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია, – ამის შესახებ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

„ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ვაჭრობის აღდგენისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების აქტივიზაციისთვის. იზრდება საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების რიცხვი – მილიონზე მეტი რუსი ჩამოვიდა ქვეყანაში 2017 წელს. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გასამგზავრებლად ვიზა არ სჭირდებათ. ახალი წლის წინ ყოველთვის არის სურვილი, იყო ოპტიმისტი, თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობები, სამწუხაროდ, კვლავ ჩიხშია. თუმცა მომავალში ვისურვებდით, გასასვლელი გზების მოძებნას ამ მოჯადოებული წრიდან, რომელშიც ჩვენი ურთიერთობები აღმოჩნდა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.