ზურა ყიფშიძე - მეც ის მოლოდინი და იმედი მაქვს, რაც ყველა ქართველ გულშემატკივარს
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ცნობილმა მსახიობმა, ზურაბ ყიფშიძემ საქართველოსა და ბელარუსის ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაზე ილაპარაკა, რომელიც დღეს 20:00 საათზე „დინამო-არენაზე“ გაიმართება.
„მეც ის მოლოდინი და იმედი მაქვს, რაც ყველა ქართველ გულშემატკივარს. დღეს ფეხბურთელებს ძალიან დიდი ტვირთი დააწვებათ. ამერიკელებმა დაადგინეს, მსახიობს პრემიერამდე ინფარქტის წინა მდგომარეობა აქვს. ერთმა იკითხა, მაშინ ინფარქტი რატომ არ ემართებათო და საოცარი პასუხი მიღო – ტაში შველისო. უმაყურებლოდ თამაში ძნელია, მაგრამ გუნდი თუ არის, ყველაფერი იოლდება. დღეს ერთი კარგი ბიჭი არ ითამაშებს – ჩაკვეტაძე, მაგრამ მეორე თამაშობს, მხეცი – კვარაცხელია. მე ჩვენი მწვრთნელი მომწონს, რადგან ჩანს – გუნდს სწორად ალაგებს და სწორ მიმართულებას აძლევს“, – ამბობს ზურა ყიფშიძე
ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი 20:00 საათზე დაიწყება – შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.
სრულად გადაცემა „ტაიმაუტი“ იხილეთ ბმულზე.