ზურა ჯაფარიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისვლას არ ვაპირებ, რადგან ბევრი საქმე მაქვს
ზურა ჯაფარიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისვლას არ ვაპირებ, რადგან ბევრი საქმე მაქვს

არ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისვლას, რადგან ბევრი საქმე მაქვს, მათ შორის შიდა პარტიული საკითხები მაქვს მოსაგვარებელი, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი.

„ეს არის ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. არ ვაპირებ მისვლას, რადგან ბევრი საქმე მაქვს, მათ შორის შიდა პარტიული საკითხები მაქვს მოსაგვარებელი. რაც შეეხება მის პოლიტპატიმრობას, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ვიდრე არ იქნება ნორმალური სასამართლო, მანამდე ყოველთვის იარსებებს ეჭვი, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი, მათ შორის ცხრა წლის განმავლობაში ნახევარი მსოფლიო აქვს მოვლილი და არც ერთი ქვეყანა არ ცნობს ჩინჩალაძის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ესეც არის ფაქტი“, – განახცადა ჯაფარიძემ.