ზურა ჯაფარიძე – „ქართული ოცნება“ სააკაშვილის გათავისუფლების ნაბიჯს არ გადადგამს, ვიდრე მეორე მხარეს ანგარიშგასაწევი ძალა არ იქნება, ამას სჭირდება ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ერთობა
„ქართული ოცნება“ სააკაშვილის გათავისუფლების ნაბიჯს არ გადადგამს, ვიდრე მეორე მხარეს ანგარიშგასაწევი ძალა არ იქნება, ამას სჭირდება ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ერთობა, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ პოლიტიკურად დევნილია.
„მგონი, მოსალოდნელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებდა, მათ შორის არც უცხოელი ექსპერტების დასკვნას. ამაში ახალი არაფერია. სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ არის პოლიტიკურად დევნილი. „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის, რადგან სხვანაირი მენტალიტეტის ხალხია. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს იქნება უკანდახევა და სისუსტის ჩვენება, ვიდრე არ იქნება მეორე მხარეს ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც აიძულებს, ეს ნაბიჯი გადადგას. ამ ძალას სჭირდება ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ერთობა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.