სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ფალავანი ზურა დათუნაშვილი (87კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა ფინალში დანიის სახელით გამომსვლელ ბისულტანოვს აშკარა უპირატესობით სძლია.
დათუნაშვილმა პლანეტის უხლიერესი მოჭიდავის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების წევრმა, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) დღეს ტურნირზე ვერცხლის მედალი აიღო. ხვალ კი ფინალურ ბლოკში ორ ქართველ მოჭიდავეს ვიხილავთ. ლერი აბულაძე (63კგ) ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ჯობი ხეცურიანი (67კგ) კი ბრინჯაოს მოპოვებას შეეცდება.