ზუკა დავითაშვილი - ყაზანიდან თბილისამდე ლამის სამ დღიანი მგზავრობა დაგვჭირდა
ზუკა დავითაშვილი - ყაზანიდან თბილისამდე ლამის სამ დღიანი მგზავრობა დაგვჭირდა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევმა ნახევარმცველმა ზუკა დავითაშვილმა საქართველოს პირველ არხთან იმ სირთულეებზე ილაპარაკა, რომელიც ყაზანიდან საქართველოში დასაბრუნებლად დასჭირდა.

„კორონავირუსის გამო, ავიარეისები მინიმუმამდეა შემცირებული და მე და ხვიჩა კვარაცხელიამ პირდაპირი რეისით ჩამოსვლა ვერ მოვახერხეთ. ამიტომ, იძულებული გავხდით, რთული გზით წამოვსულიყავით. ყაზანიდან ჯერ კრასნოდარში გადავფრინდით, საიდანაც დააახლოებით 10 საათი დაგვჭირდა ვლადიკავკაზამდე. იქ თოვლი დაგვხვდა და იმ დღეს გადმოსვლა ვერ მოვახერხეთ. ამიტომ ღამე გავათენეთ და მეორე დღეს წამოვედით. სულ ამ მგზავრობაში დააახლოებით, ორ-ნახევარი დღე დაგვჭირდა,“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ზუკა დავითაშვილი.

საქართველოს ნაკრების 19 წლის ფეხბურთელის თქმით, ახლა თვითიზოლაციაშია – „ასეთი გარემო ძალიან რთული ასატანია, მოედანზე გასვლა და ფეხბურთისგან მიღებული ემოციები მომენატრა. სახლის პირობებში, სრული დატვირთვით ვარჯიში შეუძლებელია. მაგრამ სხვა გზა არაა, ეს მძიმე პერიოდი უნდა გადავიტანოთ”.