ზუკა დავითაშვილი - უკეთესი სეზონის ჩატარება მსურს
ზუკა დავითაშვილი - უკეთესი სეზონის ჩატარება მსურს
ზუკა დავითაშვილი სასტუმრო „შერატონში“გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე 2019 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.
18 წლის ფეხბურთელი საუკეთესოდ გამოკითხულთა უმრავლესობამ დაასახელეს. დავითაშვილი წელს ყაზანის „რუბინში“ გადავიდა, დიდი როლი ითამაშა 19-წლამდელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატსი ელიტ რაუნდში გასვლაში და ეროვნულ ნაკრებშიც დააწინაურეს, სადაც უკვე რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა.
„ჩემთვის ეს პრიზი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ინდივიდუალური აღიარება ყოველთვის დიდი სიხარული და გამორჩეული სტიმულია. მაგრამ მე უკეთესი სეზონის ჩატარება მსურს და იმედი მაქვს, რომ 2020 წელი ასეთი იქნება. საამისოდ ყველაფერს შევეცდები” – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.