ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება
ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან სპეციალურ ლუსკუმაში ჩაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელი გადაბრძანდება ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო ლიტურგია გაიმართება.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, თითოეულ მორწმუნეს შესაძლებლობა ექნება, თაყვანი სცეს, მოილოცოს ღვთისმშობლის კვართი და სიწმინდეები, რომლებიც მუზეუმიდან წელიწადში ერთხელ, სწორედ ვლაქერნობის დღესასწაულზე გადმოაქვთ საკათედრო ტაძარში.

ამ დღესასწაულზე ზუგდიდში მოსალოცად მრევლი ჩადის როგორც საქართველოს ეპარქიებიდან, ასევე უცხოეთიდან.

ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა 1990 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აღდგა და ყოველი წლის 15 ივლისს აღინიშნება.

დატოვე კომენტარი